ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანიების საინფორმაციო სამსახურის უფროსებსა და პოლიტიკური გადაცემების წამყვანებს შეხვდება

ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანიების საინფორმაციო სამსახურის უფროსებსა და პოლიტიკური გადაცემების წამყვანებს შეხვდება

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დღეს ცენტრალური ტელეკომპანიების საინფორმაციო სამსახურების უფროსებსა და პოლიტიკური გადაცემების წამყვანებს შეხვდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრა პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში გაიმართება.

ჟურნალისტებისა და პრემიერის შეხვედრა 10.00 საათზე დაიწყება და პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში, მსგავსი ფორმატის შეხვედრა გაიმართება პრესის, საინფორმაციო სააგენტოებისა და რადიომაუწყებელთა წარმომადგენლებთან. ასევე შედგება ცალკე შეხვედრა რეგიონულ მედიასთან.