კობა დავითაშვილი: „საგანელიძე სადაზღვევო ბაზარზე არსებული მაფიის ლიდერია“

კობა დავითაშვილი: „საგანელიძე სადაზღვევო ბაზარზე არსებული მაფიის ლიდერია“

კობა დავითაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, დავით საგანელიძეს უპირისპირდება და აცხადებს, რომ ის სადაზღვევო ბაზარზე არსებული მაფიის ლიდერია. როგორც „ხალხის პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი აცხადებს, კომპანია „არქიმედეში“ დაზღვეულ მოქალაქეებს სამედიცინო დაწესებულებებში არ მკურნალობენ და ამის მიზეზად აღნიშნული კომპანიის გაკოტრება სახელდება, სახელმწიფო კი, მიუხედავად ამ ფაქტისა, „არქიმედეს“ დაფინანსებას ისევ განაგრძობს.

კობა დავითაშვილის თქმით სწორედ საგანელიძის მფარველობით ღებულობს „არქიმედე“ დაფინანსებას. „როდესაც თბილისში მოქალაქეები მიდიან პოლიკლინიკებში და კლინიკებში ”არქიმედეს” პოლისით, მათ ეუბნებიან, რომ კომპანია კოტრდება და ამიტომ მომსახურებას ვერ გაუწევენ. კომპანიას ხარჯები გაუნახევრდა და შემოსავალი იგივე დარჩა. სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველთვიურად ამ კომპანიას ფულს ურიცხავს. სირცხვილია, როდესაც ახალი ხელისუფლების პირობებში ბოგინობს სამედიცინო მაფია, რომელიც ბიუჯეტის ხარჯზე ივსებს ჯიბეს და სირცხვილია, როდესაც უმრავლესობის ლიდერი და სახელისუფლებო პარტიის შტაბის უფროსი არის ამ მაფიის ლიდერი“,- განაცხადა კობა დავითაშვილმა.