ძუძუს კიბოს პრევენციის კამპანია

ძუძუს კიბოს პრევენციის კამპანია

2 ოქტომბერს, ოთხშაბთს, 13.00-ზე სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში გაიმართება პრეს კონფერენცია, სადაც მოხდება ძუძუს კიბოს პრევენციის კამპანიის ოფიციალური გახსნა. 

პრეს კონფერენციაზე სიტვით გამოვლენ კამპანიის ორგანიზატორები და პარტნიორები: მარიამ ჯაში (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე), არჩილ თალაკვაძე (საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა დახმარების მინისტრის მოადგილე), თამარ სირბილაძე (აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ჯანმრთელობისა და ინფექციური დაავადებების მთავარი მრჩეველი), მარიკა დავითულიანი (არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კავშირის „ჰერა“ დირექტორი), ამირან გამყრელიძე (ლ. საყვარელიძის სახ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი) და რემა ღვამიჩავა (ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორი).

კამპანია ტარდება ძუძუს კიბოს შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და ადრეული დიაგნოსტიკის სერვისების პოპულარიზაციის მიზნით. ძუძუს კიბო წარმოადგენს ყველაზე გავრცელებულ კიბოს და რეპროდუქციული ასაკის ქალთა სიკვდილიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს საქართველოში. 2011 წლის დასარულს საქართველოში ამ დაავადებით აღრიცხვაზე იმყოფებოდა 7 211 ქალბატონი. ამავე წელს დარეგისტრირდა ძუძუს კიბოს 1 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა.

კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება და აქტივობა ოქტომბრის თვეში, რომელიც გამოცხადებულია ძუძუს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო თვედ:

3 ოქტომბერი, 15.00 სემინარი ჟურნალისტებისთვის (სასტუმრო ქორთიარდ მერიოტი)

5 ოქტომბერი, 19.00 სუხიშვილების საქველმოქმედო კონცერტი (რუსთაველის თეატრი)

12 ოქტომბერი, 12.00 საინფორმაციო-სამედიცინო ღონისძიება მსჯავრდებული ქალბატონებისთვის (ქ.რუსთავის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება)

13 ოქტომბერი მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად (ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორია)