ირაკლი ალასანია: საკითხის გადაწყვეტა საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩარევით უნდა მოხდეს

ირაკლი ალასანია: საკითხის გადაწყვეტა საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩარევით უნდა მოხდეს

ჩვენ უნდა დავეხმაროთ ადგილობრივ მოსახლეობას, რომ შევუმსუბუქოთ ის საშინელი ტვირთი, რაც მათ რუსეთის საოკუპაციო ძალებისგან დაატყდათ, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, იუსტიციის სახლში ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, საკითხის გადაწყვეტა უნდა მოხდეს საერთაშორისო თანამეგობრობის, ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მეგობრების აქტიური ჩარევით.

"რუსეთ-ამერიკის, რუსეთ-ევროპის ურთიერთობებში ეს საკითხი ყოველთვის უნდა იყოს დღის წესრიგში და მეორეს მხრივ ჩვენ უნდა დავეხმაროთ ჩვენს ადგილობრივ მოსახლეობას მაქსიმალურად, რომ შევუმსუბუქოთ ეს საშინელი ტვირთი, რაც მათ რუსეთის საოკუპაციო ძალებისგან დაატყდათ და არ ავყვეთ ჩვენი მოწინააღმდეგის მიერ დაგეგმილ პროვოკაციებს. ეს ხდება იმიტომ, რომ საქართველოს გაუცრუონ ის ძალიან მაღალი დინამიკა, რომელიც აქვს ევროპასთან დაახლოების კუთხით. მზადდება ვილნიუსის სამიტი, შემდეგ ნატო-ს სამიტი, ამიტომ ჩვენ გონებით, დიპლომატიით და მოთმინებით უნდა ვიმოქმედოთ", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.