პირობით ვადამდე 109 მსჯავრდებული გათავისუფლდა

პირობით ვადამდე 109 მსჯავრდებული გათავისუფლდა

2013 წლის 1 ოქტომბერს დასავლეთისა და აღმოსავლეთის ადგილობრივი საბჭოების გადაწყვეტილებით, პირობით ვადამდე 109 მსჯავრდებული გათავისუფლდა.

პირობით ვადამდე გათავისუფლებულ მსჯავრდებულებს შორის 8 ქალბატონია.

დასავლეთისა და აღმოსვლეთის ადგილობრივმა საბჭოებმა 900 -მდე მსჯავრდებულის შუამდგომლობა განიხილეს. ადგილობრივი საბჭოების დებულებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, მსჯავრდებულები, ინდივიდუალურად, შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით ფასდებიან: დანაშაულის ხასიათი, მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში, წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ოჯახური პირობები და მსჯავრდებულის პიროვნება. ასევე, ინდივიდუალურად ფასდება მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკებიც.

ადგილობრივი საბჭოს 5-წევრიან შემადგენლობაში, სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და პრობაციის ეროვნული ბიუროს ორი წარმომადგენლის გარდა, არასამთავრობო ორგანიზაციის, ქალაქის მერიისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებიც შედიან. მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების გადაწყვეტილება ადგილობრივ საბჭოში ხმათა უმრავლესობით მიიღება.