ბორჯომი საკმაოდ მოთხოვნადია და ეს გადასახადი აბსოლუტურ შესაბამისობაშია ლოგიკასთან

ბორჯომი საკმაოდ მოთხოვნადია და ეს გადასახადი აბსოლუტურ შესაბამისობაშია ლოგიკასთან

ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მინერალურ წყლებზე მოსაკრებლის გაზრდასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რის გამოც ბორჯომი და ნაბეღლავი დაახლოებით, 5 თეთრით გაძვირდა.

"ვის უნდა ჰქონდეს კრიზისი, ბორჯომს, რომელიც დღეს 2 და 3 დოლარად ყიდის პროდუქციას მთელ რუსეთში, ვერ გადაიხდის ერთ ლიტრზე თეთრნანახევარს? ეს ელემენტარული ლოგიკა და სუფთა წყლის სპეკულაციაა. ათას ლიტრზე 30 ლარს იხდიან, ეს არის 3 თეთრი ერთ ლიტრზე. ეს არის წყალი, რომელიც საკმაოდ მოთხოვნადია და ეს გადასახადი აბსოლუტურ შესაბამისობაშია იმ ლოგიკასთან, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებობს. ეს არის ცნობილი ბრენდი. სხვათა შორის, გასათვალისწინებელია, რომ იმ ქვეყნებში, რომლებსაც ჩვენ ვედრებით, მოგების გადასახადი 23%-ია", - განაცხადა კვირიკაშვილმა.