გიორგი მარგველაშვილი

გიორგი მარგველაშვილი "ჯიჰადის" სახელით გავრცელებული ვიდეოების საქმის დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს

"ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი "ჯიჰადის" სახელით გავრცელებულ ვიდეოებთან დაკავშირებული საქმის დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს. 

როგორც გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დეტალურ ინფორმაციას ამ თემაზე მოსახლეობასთან ერთად მიიღებს.

"როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ინფორმაციას გაავრცელებს ხუთშაბათს, როგორ გგონიათ, რომ მქონდეს ინფორმაცია, ამის თაობაზე ვიტყოდი?!", - განუცხადა მარგველაშვილმა ჟურნალისტებს ამ თემაზე დასმული კითხვის კომენტირებისას.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, რომ "ჯიჰადის" სახელით გავრცელებულ ვიდეოებთან დაკავშირებული საქმე, ერთი თვეა, გახსნილია და ამ საკითხზე ბრიფინგი შინაგან საქმეთა სამინისტროში ხუთშაბათს გაიმართება.