საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, მან დანამდვილებით იცოდა, რომ ე.წ. ჯიჰადის სახელით გავრცელებულ ვიდეოებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტენსიურ გამოძიებას აწარმოებდა, - ამის შესახებ მან იუსტიციის სახლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამართული ღონისძიების დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"მე დანამდვილებით ვიცოდი, რომ შს სამინისტრო გამოძიებას ძალიან ინტენსიურად აწარმოებდა. შედეგებს მეც ველოდები, როგორც ნებისმიერი მოქალაქე", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, მართებულია თუ არა, რომ ერთი თვის განმავლობაში საზოგადოებამ არ იცოდა გამოძიების შედეგების შესახებ, თეა წულუკიანმა უპასუხა, რომ ამასთან დაკავშირებით მისმა კოლეგებმა უნდა გააკეთონ კვალიფიციური კომენტარი.