მიხეილ სააკაშვილმა კალიფორნიელი და კახელი მეღვინეები შეახვედრა

მიხეილ სააკაშვილმა კალიფორნიელი და კახელი მეღვინეები შეახვედრა

პრეზიდენტის ორგანიზებით შეხვედრა ყვარელში, მეღვინეობის ახლადგახსნილ სასწავლო ცენტრში გაიმართა. 

შეხვედრაზე სააკაშვილმა ქართული და კალიფორნიული ღვინის თავისებურებებსა და ტექნოლოგიების დახვეწის აუცილებლობაზე ისაუბრა.

"1990-იანი წლების დასაწყისში, როდესაც მე კალიფორნიაში ვიყავი, კალიფორნიული ღვინო იყო იაფი, უგემური. ახლა კალიფორნიული ღვინო არის ერთ-ერთი საუკეთესო და ყველაზე ძვირი მსოფლიოში. გაზარდეს ხარისხი და აიღეს ბაზარი. ეს გააკეთეს ტექნოლოგიებით. ჩემი აზრით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევძლოთ ტექნოლოგიურად ამოქაჩვა და ჩვენი ღვინო, რომელიც ძალიან მაგარია, ცოტა დავხვეწოთ და წინ აღარაფერი დაგვიდგება. აღარ უნდა ვიყოთ დამოკიდებული იმაზე, გაგვიხსნიან ბაზარს, დაგვიკეტავენ თუ გამოგვყრიან. ახლა საქართველოსთვის რთული პერიოდია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ არ გავაგრძელოთ ის, რაც დავიწყეთ, არ შეიძლება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.