"საინტერესო ცხოვრება გელოდებათ, ძალიან მაგარ ქვეყანაში იცხოვრებთ"

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კოალიციის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

პრემიერმა ახალგაზრდებს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვების წლისთავი მიულოცა.

"ის, როგორც ჩვენ გავაკეთეთ, როგორ ორგანიზებულად მოვახდინეთ ეს ყველაფერი, ყველაზე დემოკრატიულ ქეყანასაც კი შეშურდებოდა, ჩვენ მოვახერხეთ და სააკაშვილსაც კი სახე შევუნარჩუნეთ", - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით მომავალში ყოველი წელი ერთმანეთზე უკეთესი იქნება საქართველოს მოსახლეობისთვის.

"საინტერესო ცხოვრება გელოდებათ, ძალიან მაგარ ქვეყანაში იცხოვრებთ, ამისთვის 27 ოქტომბერს ყველა საქმე უნდა გადადოთ არჩევნებზე მოხვიდეთ და გიორგი მარგველაშვილს მხარი დაუჭიროთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.