ბიძინა ივანიშვილი:  ჩვენ მიხეილ სააკაშვილსაც კი შევუნარჩუნეთ სახე

ბიძინა ივანიშვილი: ჩვენ მიხეილ სააკაშვილსაც კი შევუნარჩუნეთ სახე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს არჩევნებში გამარჯვების წლისთავთან დაკავშირებით მიმართა. 

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მათ ყველაზე დიდი მუხტი, ძალა აამუშავეს და ყველაფერი ორგანიზებულად გააკეთეს.

"ყველაზე დემოკრატიულ, განვითარებულ ქვეყენასაც კი შეშურდებოდა, ვინც რეალურად იცოდა რა სიტუაცია იყო საქართველოში მანამდე, თუმცა ევროპელებს და ამერიკელებს ეს არ ჰქონდათ გაგებული და დღესაც ვერ წარმოუდგენიათ. მაგრამ ჩვენ ხომ კარგად ვიცოდით. 1-ელ ოქტომბრამდე სამჯერ იყო მოსული ჩვენთვის ყველაზე საყვარელი რობიკო სტურუა და მეუბნებოდა - იცოდე ეგენი უსისხლოდ არ წავლენ. სულ ვეუბნებოდი რობიკოს, ყველაფერს გავაკეთებ, რომ მშვიდობიანად დავასრულოთთქო. ჩვენ მართლაც ყველაფერი მშვიდობიანად დავასრულეთ. ეს იყო ჩვენი დიდი სიბრძნის ფასად მიღწეული",-აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, მათ მიხეილ სააკაშვილსაც კი შეუნარჩუნეს სახე და ის როდესაც ჩადიოდა ევროპაში, ტრაბახობდა, "რომ ლამის გვაჩუქა ყველაფერი". "დღესაც ევროპელები გაოგნებულები არიან, რატომ მიდის ძიება, რატომ მიდის ხალხის დაჭერა, როდესაც ამ კაცმა ადგა და გადმოგცათ ყველაფერიო", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, იმხელა ძალა აჩვენეს მათ სააკაშვილს, რომ მას სხვა გზა არ ჰქონდა. "ეს იყო ერთადერთი, თორემ რა დემოკრატიც ეგაა და რისი გადამცემიც იყო, კარგად ვიცით", - დასძინა ივანიშვილმა.