"მთელი წელი მოვანდომეთ არა პიარს, არამედ ხალხისთვის მუშაობას"

ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა კოალიცია "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ღონისძიება "ქართული ოცნების" საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების ერთი წლის თავს მიეძღვნა.

"დღევანდელი შეხვედრა ორწლიანი მუშაობის შედეგია. ეს ცვლილება ყველაზე აგრესიული ხელისუფლების პირობებში მოხდა. მთელი წელი მოვანდომეთ არა პიარს, არამედ ხალხისთვის მუშაობას. კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი", - განაცხადა მარგველაშვილმა.

ახალგაზრდებთან შეხვედრა, რომელიც კოალიციის ცენტრალური ოფისის ეზოში მიმდინარეობდა, ამ წუთებში დასრულდა.