"თალიბანის" სახელით გავრცელებული ვიდეოების საქმე გახსნილია

როგორც "პირWელს" შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა, დადგენილია პირი, რომელმაც ვიდეოები ატვირთა და მას სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

გიორგობიანის თქმით, ხუთშბასთან ამ თემაზე სამინისტროში ბრიფინგი გაიმართება.

რაც შეეხება თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებას, რომელშიც მან ვიდეოების საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა, გიორგობიანის თქმით, ჯობდა ალასანიას ეს ყველაფერი კოლეგა მინისტრთან გადაემოწმებინა, ვიდრე განცხადებას გააკეთებდა.

შეგახსენებთ, რომ Youtube-ზე "თალიბების" სახელით 7 ივნისს გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ყველა, ვინც თალიბების წინააღმდეგ გაილაშქრა, დაისაჯა და ეს ბედი ელით ქართველებსაც.