"ვეძებ რეპეტიტორს, ივანიშვილთან შეხვედრისთვის რომ მომაზადოს"

ამის შესახებ ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა დღეს "პრაიმტაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისა და ექსპერტების შეხვედრის კომენტირებისას აღნიშნა. 

"ამ შეხვედრას უბრალო მიზეზის გამო არ დავესწარი, არ ვიყავი საქართველოში. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ზუსტად მივხვდი, რა სახის შეხვედრა იქნებოდა, ეს იყო სატელევიზიო პროექტი. ალბათ, ასეთი სახის შეხვედრა საზოგადოებისათვის საინტერესო იყო, მაგრამ არაფრის მომცემი. ამ ფორმატმა ვფიქრობ, პრემიერს ავნო. აქვე მინდა, ვთქვა, რომ ვეძებ რეპეტიტორს, ივანიშვილთან შეხვედრისთვის რომ მომაზადოს, რადგან შემომთავაზა მასთან საუბრისთვის მოვემზადო. თუმცა მინდა ვთქვა, რომ ეს იქნება არა სატელევიზიო, არამედ პირისპირ შეხვედრა", - განაცხადა ცისკარიშვილმა.