მთავრობა იძულებული იქნება, საგადასახადო გეგმის ცვლილების ინიციატივით შემოვიდეს

მთავრობა იძულებული იქნება, საგადასახადო გეგმის ცვლილების ინიციატივით შემოვიდეს

უმცირესობის წარმომადგენლის ზურაბ მელიქიშვილის განცხადებით, პირველად დაფიქსირდა, რომ 2013 წლის 9 თვეში ბიუჯეტში საგადასახდო შემოსავალი 38 მილიონით ნაკლებია , გასული წლის იგივე პერიოდზე. 

"ვინღა ჩივის იმ გეგმის შესრულებას, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ არაერთხელ შეცვალა. თავდაპირველი გეგმით, ცხრა თვეში ბიუჯეტში საგადასახდო კუთხით 5 მილიარდ 66 მილიონი ლარი უნდა შესულიყო. უკვე შეცვლილი გეგმით, სადაც ძირითადი დარტყმა ბოლო თვეებზე გადმოიტანეს, 4 მილიარდ 789 მილიონი უნდა შესულიყო. სინადვილეში შემოსავალმა 4 მიალიარდ 581 მილიონი ლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ თავდაპირველ გეგმასთან მიმართებაში დანაკლისმა 485 მილიონი ლარი შეადგინა და შესწორებული გეგმის მიხედვით, 207 მილიონი ლარია", - განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა პარლამენტში, პოლიტიკურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, დღგ-ს გადასახედი, რომელიც უმთავრესია საგადასახადო შემოსავლების კუთხით, მნიშველოვნად არის შემცირებული. მან სესიაზე ამის ამსახველი სლაიდები წარადგინა.

ზურაბ მელიქიშვილი დარწმუნებილია, რომ მთავრობა არჩევნებიდან თვენახევარში იძულებული იქნება პარლამენტში საგადასახადო გეგმის ცვლილების ინიციატივით შევიდეს, სადაც შემცირება მინიმუმ 400 მილიონი ლარი იქნება.