CNN - საქართველო იმ ათ ქვეყანას შორის მოხვდა, სადაც ბიზნესის დაწყებისთვის ხელსაყრელი გარემოა

CNN - საქართველო იმ ათ ქვეყანას შორის მოხვდა, სადაც ბიზნესის დაწყებისთვის ხელსაყრელი გარემოა

საქართველო იმ ათ ქვეყანას შორის მოხვდა, სადაც ბიზნესის დაწყებისთვის ხელსაყრელი გარემოა. ამის შესახებ CNN იუწყება. "ბოლო წლებში საქართველომ ბოლო მოუღო ბიზნესის დაწყებასთან დაკავშირებულ სირთულეებს. ახლა რეგისტრაციასა და ბანკში ანგარიშის გახსნას ორი დღე სჭირდება", - ნათქვამია CNN-ის საიტზე გამოქვეყნებულ ათეულში. 

ბიზნესის წამოწყებისთვის ხელსაყრელი ქვეყნების ათეულში ასევე მოხვდნენ ახალი ზელანდია, ავსტრალია, კანადა, სინგაპური, მაკედონია, ჰონგ კონგი, რუანდა, ბელორუსი და ირლანდია.

ათეულის შედგენისას ავტორები მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ ანგარიშს - Doing Business 2013-ს დაეყრდნო. მსოფლიო ბანკის ანგარიშში, რომელიც 2012 წლის 23 ოქტომბერს გამოქვეყნდა, საქართველო ბიზნესის დაწყების სიმარტივის მიხედვით 185 ქვეყანას შორის მე-9 ადგილზე გავიდა.