ზურაბ ტყემალაძის ინფორმაციით, ეკონომიკური ზრდის ტენდენცია სტაბილურ ხასიათს იძენს

ზურაბ ტყემალაძის ინფორმაციით, ეკონომიკური ზრდის ტენდენცია სტაბილურ ხასიათს იძენს

2013 წლის პირველ ნახევარში უცხოურმა ინვესტიციებმა ზრდის სახით 458 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავჯდომარემ ზურაბ ტყემალაძემ პარლამენტში დებატების დროს, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის ტენდენცია სტაბილურ ხასიათს იძენს, რაც სახელმწიფოს მხრიდან ხელოვნური ჩარევის გარეშე ჯანსაღი და კონკურენტუნარიანი ბიზნეს გარემოს შექმნის შედეგად მიიღწევა.

"საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკა შეფასდა და სათანადო ასახვა ჰპოვა მსოფლის ეკონომიკური ფორუმის 2013-2014 წლების გლობალური კონკურენტუნარიანობის მოხსენებაში. საქართველოსადმი მინიჭებულ გაუმჯობესებულ რეიტინგში, კერძოდ, აღნიშნულ რეიტინგში 5 ადგილით გააუმჯობესა მდგომარეობა და 77-დან 72-ზე გადავიდა. 148 ქვეყანას შორის კვლევის თანახმად, საქართველოს პოზიციები გაუმჯობესდა 14-დან 48 ქვეკომპონენტში, რომლეთაგან მნიშვნელოვანია აღინიშნოს საკუთრების დაცვა, მთავრობის პოლიტიკური კურსის გამჭვირვალობა, კონკურენტული გარემოს გაუმჯობესება, განათლების ხარისხი, ბანკების სიჯანსაღე და ასე შემდეგ. ჩვენი ხელისუფლება მიღწეულით არ კმაყოფილდება. მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ქვეყნის მიღწევების გაუმჯობესებას", - განაცხადა ტყემალაძემ.

მისივე თქმით, ქვეყნისთვის პრიორიტეტებს წარმოადგენს უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და ქართული პროდუქციის ექსპორტის წახალისება, ქვეყნის ენერგეტიკული და სატრანზიტო პოტენციალის გაზრდა.

"საქართველოში უცხოური ინვესტიციების შემოდინება მნიშვნელოვანია ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და მოსახლეობის მდგომარეობის კეთილდღეობის ზრდის კუთხით. აღსანიშნავია, რომ 2013 წლის პირველ ნახევარში ზრდის სახით უცხოურმა ინვესტიციებმა 458 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. ყველაზე დიდი წილი 23,6 % ენერგეტიკის სექტორზე მოდის, საფინანსო სექტორზე - 17%, გადამამუშაველებელ მრეწველობაზე - 15%, 4% ტრანსპორტზე და კავშირგაბმულობაზე კი 12,6% მოდის. პირდაპირიმა უცხოურმა ინვესიტიებმა 232 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 12%-ით აღემატება. ყველაზე დიდი წილი 29% ენერგეტიკის სექტორზე მოდის, გადამამუშავებელ მრეწველობაზე- 25%, ტრანსპორტსა და კავშირგაბულობაზე - 20%, მშემებლობაზე - 17%.

პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 2012 წელს 911 მილიონი დოლარი, ხოლო პირდაპირი უცხორული ინვესტიციების წილმა მშპ-ში 5,8% შეადგენდა. 2013 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0,1%-ით შემცირდა. მიუხედავდა იმისა, რომ შემცირდა იმპორტი აღსანიშნავია, რომ ექსპორტი გაიზარდა 14%-ით", - განაცხადა ტყემალაძემ.

კომიტეტიოს თავმჯდომარის ინფორმაციით, ასევე საინტერესოა, რომ საქართველოს უარყოფითი სავაჭო ბალანსი იანვარ-აგვისტოში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12%-ით გაუმჯობესდა.

"საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების რიცხვი 126 ქვეყნით განისაზღვრა. აქედან დადებითი სავაჭრო ბალანსი 33 ქვეყანასთან დაფიქსირდა, რაც ერთი ერთეულით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. 2013 წლის იანვარ-აგვისტოს 10 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოში მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66% შეადგინა, - აცხადებს ზურაბ ტყემალაძე.