მიხეილ მაჭავარიანი:  შარშანდელმა შემოსავლებმა წლევანდელ შემოსავლებს გაასწრო

მიხეილ მაჭავარიანი: შარშანდელმა შემოსავლებმა წლევანდელ შემოსავლებს გაასწრო

პირველად, ბოლო 9 წლის განმავლობაში, როგორც თქვენ გიყვართ საუბარი, შარშანდელმა შემოსავლებმა გაასწრო წლევანდელ შემოსავლებს, - ამის შესახებ უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა , მიხეილ მაჭავარიანმა პარლამენტში ეკონომიკურ თემაზე გამართულ პოლიტიკური დებატებისას განაცხადა. 

მაჭავარიანმა საბიუჯეტო დინამიკაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ბიუჯეტის შეუსრულებლობას ეკონომიკური გუნდის არაკომპეტენტურობა იწვევს.

"რაც შეეხება საბიუჯეტო დინამიკას, რაზეც ძალიან ხშირად გვესმის, იმ ფონზე როდესაც ბიუჯეტი ვერ სრულდება, მაგრამ ეს არის ლოგიკური შედეგი, რომ არ არის ხედვა, არ არის გეგმა და არის არაკომპეტენტური ხალხი ეკონომიკურ გუნდში.

2002 წლიდან დაწყებული როგორ ხდებოდა ბიუჯეტის ზრდა - ჩვენ ათჯერ გავზარდეთ ოთხ წელში შემოსავლები. ჩვენ დავტოვეთ ბიუჯეტი, რომელიც იყო რვა მილიარდ 748 მლნ.
რა სიტუაციაშია დღეს ბიუჯეტი?! სამწუხაროდ, მინდა გითხრათ, რომ გამოქვეყნდა 9 თვის მონაცემები და პირველად, ბოლო 9 წლის განმავლობაში, როგორც თქვენ გიყვართ საუბარი, შარშანდელმა შემოსავლებმა გაასწრო წლევანდელ შემოსავლებს. 33 მლნ-ით ნაკლებია აკრეფილი. ეს ნიშნავს, რასაც ზურაბ მელიქიშვილი ამბობდა და თქვენმა მინისტრმა არაკომპეტენტური უწოდა, მე ვფიქრობ, რომ ამ მინისტრს, პირველ რიგში, თქვენ გაკიცხავთ, როცა მოგიტანთ ამ ციფრებს, იმ შეუსრულებელ დაპირებებს, რომელიც ბიუჯეტში დახვდა",-განაცხადა მაჭავარიანმა.