ზურაბ ტყემალაძე:  9 700 შემთხვევაა, როდესაც ღამის საათებში კერძო საკუთრება სახელმწიფოს სასარგებლოდ გადაფორმდა

ზურაბ ტყემალაძე: 9 700 შემთხვევაა, როდესაც ღამის საათებში კერძო საკუთრება სახელმწიფოს სასარგებლოდ გადაფორმდა

წინა ხელისუფლების პირობებში, 9 700 შემთხვევაა, როდესაც ღამის საათებში კერძო საკუთრება სახელმწიფოს სასარგებლოდ გადაფორმდა. 

აღნიშნული ციფრი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ ტყემალაძემ პლანარულ სხდომაზე, პოლიტიკური დებატების ფორმატში სიტყვით გამოსვლისას დაასახელა.

მისი თქმით, გასულ წლებში, ყოველწლიურად, ათასობით მოძრავი თუ უძრავი ქონება ჩუქების ფორმით სახელმწიფოს საკუთრებაში გადადიოდა და 9 700 შემთხვევას აქვს ადგილი, როცა ღამის საათებში, კერძო საკუთრება სახელმწიფოს სასარგებლოდ გადაფორმდა.

"ახალი ხელისუფლების პირობებში, სახელმწიფოსთვის კერძო საკუთრების იძულებით ჩუქების პრაქტიკა აღმოიფხვრა. დღეის მდგომარეობით, ვერ ნახავთ ვერც ერთ შემთხვევას, როცა კერძო პირის ქონება სახელმწიფოს საკუთრებაში ჩუქების გზით გადავიდა", - აღნიშნა ზურაბ ტყემალაძემ.