პარლამენტში პოლიტიკური დებატები დაიწყო

პარლამენტში პოლიტიკური დებატები დაიწყო

პარლამენტში პოლიტიკური დებატები დაიწყო. სადებატო თემა: ქვეყანაში ეკონომიკური თვალსაზრისით არსებული მდგომარეობაა. უმრავლესობის დროით ტრიბუნა პირველმა ზურაბ ტყემალაძემ დაიკავა , რომლის გამოსვლაც 30-წუთიანი იქნება.

სესიის დაწყებამდე პარლამენტის ბიურომ გამომსვლელთა რიგითობა დააგინა. რეგლამენტით განსაზღვრული დროის ფარგლებში სრულად ისარგებლებს უმცირესობა, უმრავლესობა საპარლამენტო ფრაქციები, ვიცე-სპიკერები.

ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით პოლიტიკური დებატები პარლამენტში უმცირესობის მოთხოვნით დაინიშნა. რეგლამენტის გათვალისწინებით პოლიტიკური დებატების ფორმატი ასეთია: - გამოსვლებისთვის უმრავლესობასა და უმცირესობას 45-45 წუთი ეძლევა, ფრაქციას და პარლამენტის თავმჯდომარეს (სხდომის თავმჯდომარეს) 15–15 წუთი, ვიცე სპიკერებს – 10 წუთი, ხოლო პარლამენტის წევრს, რომელიც არ არის გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, – 5 წუთი.

დებატების დაწყებამდე სხდომის წამყვანმა, პარლამენტის ვიცე სპიკერმა, მანანა კობახიძემ კოლეგებს და საზოგადოებას 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის არჩევნების ერთი წლის თავი მიულოცა. მილოცვითვე დაიწყო გამოსვლა ზურაბ ტყემალაძემ.