პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ხვალ ცენტრალური ტელეკომპანიების საინფორმაციო სამსახურის უფროსებსა და პოლიტიკური გადაცემების წამყვანებს შეხვდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრა პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში გაიმართება.
პრესსამსახურის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში, მსგავსი ფორმატის შეხვედრა გაიმართება პრესის, საინფორმაციო სააგენტოებისა და რადიომაუწყებელთა წარმომადგენლებთან. ასევე შედგება ცალკე შეხვედრა რეგიონულ მედიასთან.