პაატა ზაქარეიშვილი გალის რაიონში არსებულ პრობლემებზე საუბრობს

პაატა ზაქარეიშვილი გალის რაიონში არსებულ პრობლემებზე საუბრობს

სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში გალის რაიონში არსებულ პრობლემებზე საუბრობს. როგორც პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აქვს ინფორმაცია , რომ გალის დე-ფაქტო ადმინისტრაციამ საბავშვო ბაღებიდან იმ ბავშვების გამორჩევა დაიწყო, რომლებსაც ქართული დაბადების მოწმობები აქვთ. 

ზაქარეიშვილი ამ ფაქტს ეთნიკურ წმენდად აფასებს და იმედოვნებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას სერიოზული რეაქცია ექნება.

"ეთნიკურ წმენდაზე, ბუნებრივია, სახელმწიფოს და საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქციაც მკაცრი უნდა იყოს", - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.