სათნოების სახლ

სათნოების სახლ "კათარზისში" მყოფ ხანდაზმულებს მოხუცებულთა დაცვის საერთაშორის დღე მიულოცეს

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიგა გიორგაძემ და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა გიორგი არსოშვილმა სათნოების სახლ "კათარზისში" მყოფ ხანდაზმულებს მოხუცებულთა დაცვის საერთაშორის დღე მიულოცეს და ტკბილეული მიართვეს. 

სტუმრები თბილისის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფ არასრულწლოვან პრობაციონერებთან ერთად, პანსიონატის პერსონალს მოხუცებულთათვის სადილისთვის მაგიდების გაწყობაში დაეხმარნენ.

დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, ქუთაისისა და ბათუმის სათნოების სახლებში მოხუცებულებისთვის ანალოგიური ღონისძიებები მოაწყვეს იმერეთისა და აჭარის პრობაციის ბიუროებმა.
პრობაციის ეროვნული სააგენტო პერმანენტულად აწყობს მსგავს ჰუმანიტარულ ღონისძიებებს, რაც პრობაციონერებს საზოგადოებასთან რეინტეგრაციასა და რესოციალიზაციაში ეხმარება.