დავით სერგეენკო ერთწლიანი მუშაობის მიღწევებზე საუბრობს

დავით სერგეენკო ერთწლიანი მუშაობის მიღწევებზე საუბრობს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ერთწლიანი მუშაობის მიღწევებზე საუბრობს. როგორც დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველო ამ ერთი წლის განმავლობაში გადავიდა საყოველთაო ჯანდაცვაზე, რისი ფუფუნებაც მსოფლიოში მხოლოდ 33 ქვეყანას აქვს. ასევე გაორმაგდა სოციალური დახმარება და პენსიები გაიზარდა 110-დან 150 ლარამდე. 

"ქვეყანა გადავიდა ახალ "შრომის კოდექსზე", რაც ასევე უმნიშვნელოვანესი მიღწევაა. ეს, რა თქმა უნდა, არასრული ჩამონათვალია, განსაკუთრებით იმ საკითხების ფონზე, რომელიც კვლავ რჩება მოსაგვარებელი. ეს ეხება ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ტერიტორიულ მთლიანობასა და კონფლიქტურ რეგიონებს, ასე, რომ კვლავ რჩება ისეთი საკითხები, რასაც მთავრობის მხრიდან ეფექტური მუშაობის გაგრძელება სჭირდება", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.