მოსამართლეებსა და იუსტიციის საბჭოს თანამშრომლებს ხელფასები გაეზრდებათ

მოსამართლეებსა და იუსტიციის საბჭოს თანამშრომლებს ხელფასები გაეზრდებათ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ფინანსთა მინისტრთან ერთად, დღეს იუსტიციის საბჭოს მდივანს ლევან მურუსიძეს შეხვდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს , შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მოსამართლეებსა და იუსტიციის საბჭოს თანამშრომლებს ხელფასები გაეზრდებათ, უზრუნველყოფილი იქნება მოსამართლეების სოციალური გარანტიები და გაიზრდება იუსტიციის საბჭოს როლი სასამართლო რეფორმის განხორციელებაში.

"ეს ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც არის დემოკრატიული გზით არჩეული, იკისრებს პასუხისმგებლობას სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. მას სურს, მოსამართლეს ჰქონდეს ნდობა და პრესტიჟი, სასამართლო კი იყოს დამოუკიდებელი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხელისუფლების წევრები ვერ გაბედავენ სასამართლოს მუშაობაში ჩარევას. ამაზე იქნება უმკაცრესი რეაგირება. თუმცა, აუცილებელია თითოეული მოსამართლე გათავისუფლდეს წინა ხელისუფლების ვალდებულებისგანაც. ეს ადამიანი არის ამის გარანტი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ლევან მურუსიძეზე.