ავღანეთში მომსახურე ორი გენერალი სამსახურიდან გაათავისუფლეს

ავღანეთში მომსახურე ორი გენერალი სამსახურიდან გაათავისუფლეს

აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ხელმძღვანელის ჯეიმს ეიმოსის ბრძანებით, ავღანეთში მომსახურე აშშ-ის შეიარაღებული ძალების ორი გენერალი სამსახურიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება. 

გენერალ ჯეიმს ეიმოსის განცხადებით, გენერალ-მაიორმა ჩარლზ გურგანუსმა და გენერალ-მაიორმა გრეგ სტურდევანტმა საკმარისი ზომები არ მიიღეს ავღანეთში, ამერიკელ სამხედროთა ბაზა "კამპ ბასტიონის" დასაცავად.

2012 წელს "კამპ ბასტიონზე" თალიბების თავდასხმის შედეგად საზღვაო-ქვეითი ძალების ორი სამხედრო გარდაიცვალა, რვა სამხედრო მოსამსახურე კი დაშავდა.

"თალიბებმა" ასევე გაანადგურეს ექვსი საბრძოლო თვითმფრინავი, რამდენიმე თვითმფრინავს კი ზიანი მიაყენეს. საპასუხო ცეცხლის შედეგად, 15 თავდამსხმელიდან 14 ადგილზე იქნა მოკლული, ერთი მათგანი კი მძევლად აიყვანეს.