27 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო უბნები 36 ქვეყანაში იმუშავებს

27 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო უბნები 36 ქვეყანაში იმუშავებს

საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო უბნები 36 ქვეყანაში იმუშავებს.

ცესკო-ს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით , საზღვარგარეთ 53 საარჩევნო უბანი იქნება, მათ შორის ყველაზე მეტი, შვიდი საბერძნეთშია. სამი საარჩევნო უბანი იქნება აზერბაიჯანში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, თურქეთსა და უკრაინაში.

2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ 49 უბანი იყო გახსნილი.