Financial: ქართული ბანკები ირანული კომპანიების ანგარიშებს მასობრივად ხურავენ

Financial: ქართული ბანკები ირანული კომპანიების ანგარიშებს მასობრივად ხურავენ

საერთაშორისო სავაჭრო პალატის ინფორმაციით, მათ ბევრი პროექტი შეაჩერეს, მათ შორის თბილისის ზღვის პროექტი.

გაზეთ Financial–ის ცნობით, ქართული ბანკები ირანული კომპანიების ანგარიშებს მასობრივად ხურავენ. საერთაშორისო სავაჭრო პალატის წარმომადგენლის განცხადებით, 1700–მდე ბიზნეს–პერსონამ დატოვა ქვეყანა იმ სირთულეების გამო, რომელიც საქართველოს მთავრობამ შეუქმნათ.

მაჰმუდ დავარი აცხადებს, რომ 150 საბანკო ანგარიში გაყინულია ფულის გათეთრებაში სავარაუდო მონაწილეობის გამო. მისი თქმით, ქართული ბანკები ირანელებთან არ თანამშრომლობენ მიუხედავად იმისა, რომ ირანელებს საქართველოში ინვესტირების დიდი სურვილი აქვთ. მაჰმუდ დავარის ცნობით, სავაჭრო პალატამ ბევრი პროექტი შეაჩერა, მათ შორის თბილისის ზღვის პროექტი.

დავარის თქმით, საქართველო ამერიკის მეგობარია და მის სანქციებზე უარის თქმა არ შეუძლია, თუმცა დღეს ირანის, ამერიკის და ევროკავშირის ურთიერთობები გაუმჯობესებულია, ამიტომ საქართველოს გადაწყვეტილების მიღება დამოუკიდებლად შეუძლია.

ცნობისთვის: რამდენიმე თვის წინ „უოლ სთრით ჯორნალმა“ სტატია გამოაქვეყნა, რომლის თანახმად ირანელებმა ამერიკის სანქციების ასარიდებლად საქართველოში 150 კომპანიისგან შემდგარი ქსელი შექმნეს.