"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაცია არჩევნებში გამარჯვების წლისთავს მსვლელობით აღნიშნავს

კოალიცია "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაცია დღეს არჩევნებში გამარჯვების წლისთავს აღნიშნავს. როგორც "ინტერპრესნიუსს" კოალიციის პრესსამსახურიდან აცნობეს , ახალგაზრდები "თავისუფლების მოედნიდან" "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისამდე სიმბოლურ მსვლელობას მოაწყობენ.

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში მხარდამჭერ ახალგაზრდებს პრემიერ-მინისტრი და კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატი შეხვდებიან. ბიძინა ივანიშვილი და გიორგი მარგველაშვილი ახალგაზრდებს სიტყვითაც მიმართავენ.

2012 წლის 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან დღეს ერთი წელი შესრულდა. არჩევნების შედეგებით, საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობა "ქართულმა ოცნებამ" მოიპოვა, "ნაციონალური მოძრაობა" კი უმცირესობაში გადავიდა.