ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი ხელმძღვანელი პრესკონფერენციას გამართავს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი ხელმძღვანელი პრესკონფერენციას გამართავს

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახლად დანიშნული ხელმძღვანელი, ტოივო კლაარი დღეს პრესკონფერენციაზე გამართავს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიიდან აცნობეს, 13 სექტემბერს, ევროკავშირის 28 წევრი სახელმწიფოს მიერ დანიშნული ტოივო კლაარი - ევროკავშირის თანამდებობის პირია და მან მოცემულ პოსტზე ელჩი ანდჟეი ტიშკევიჩი შეცვალა.

ანჟეი ტიშკევიჩი აღნიშნულ მისიას 2011 წლის ივლისიდან ხელმძღვანელობდა.