პრემიერის რეზიდენციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პრემიერის რეზიდენციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან საზოგადობრივი კავშირი "დროას" მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. საპროტესტო აქციის ლოზუნგია - "დროა ოკუპაციამ შეაწუხოს პრემიერი და მთავრობა". 

აქციის მონაწილეებმა ბიზნეს ცენტრის სავალი გზის ნაწილზე მავთულხლართების გაბმა სცადეს, თუმცა, ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცავებმა მათ ამის უფლება არ მისცეს, რის გამოც მომიტინგეებს ტროტუარზე მოუწიათ გადანაცვლება .

აღნიშნულის გამო საპატრულო პოლიციის თანამშრომლებსა და აქციის მონაწილეებს შორის მცირე შეკამათება მოხდა. თავად კავშირის წარმომადგენლების განცხადებით კი, მათი მიზანია, პრემიერმა გამოიღვიძოს და მისი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გავლებეული მავთულხლართების გამო დისკომფორტი იგრძნოს.

"ჩვენ მოვუწოდებთ პრემიერს, ადგილზე ჩავიდეს დიცსა და დვანში და ნახოს ის ხალხი, რომლებიც სახლებს კარგავენ. ის უნდა გამოფხიზლდეს და მან უნდა გამოიღვიძოს, რათა შეჩერდეს მცოცავი ოკუპაცია. არ არის წორი მის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ დიცსა და დვანში საოკუპაციო ხაზის გადმოწევა სოჭის ოლიმპიადას უკავშირდება. მან რუკას უნდა დახედოს", - აღნიშნეს აქციის მონაწილეებმა.