დვანში მცხოვრებმა სამმა ოჯახმა საკუთარი სახლების დემონტაჟი დაასრულა

დვანში მცხოვრებმა სამმა ოჯახმა საკუთარი სახლების დემონტაჟი დაასრულა

დვანში, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებმა მეკარიშვილებმა, მახაჭაშვილებმა და კორაშვილებმა, საკუთარი საცხოვრებელი სახლების დემონტაჟი თითქმის დაასრულეს. მათ ყველა ნივთი და სამშენებლოდ ვარგისი მასალა გამოიტანეს.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება მერაბ მეკარიშვილმა, დღეს დილით კაკალი მოჭრა, ლომიაურის ჯიშის ვაზიც აჩეხა, თუმცა, მეკარიშვილების ძაღლი, ბიმი, ნასახლარს არ ტოვებს და ბოლო დღეები ნანგრევებში ზის. აღნიშნული ადგილი, რამდენიმე დღეში, საოკუპაციო ზოლს მიღმა აღმოჩნდება.