ბაღდადში მომხდარ აფეთქებებს 42 ადამიანი ემსხვერპლა

ბაღდადში მომხდარ აფეთქებებს 42 ადამიანი ემსხვერპლა

სულ მცირე 42 ადამიანი დაიღუპა ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მომხდარი აფეთქებების შემდეგ. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, 13 აფეთქება ძირითადად შიიტებით დასახლებულ რაიონში მოხდა.

"ბიბისის" ინფორმაციით, ჯერჯერობით მომხდარზე პასუხისმგებლობა არც ერთ მხარეს არ აუღია. თუმცა, ადგილობრივების განცხადებით, შიიტები მომხდარში სუნიტ ამბოხებულებს ადანაშაულებენ.
ერაყის შინაგან საქმეთა მინისტრი ბაღდადში განხორციელებულ აფეთქებაში "ალ ქაიდასთან" დაკავშირებულ ამბოხებულებს ადანაშაულებს.

გაერო-ს მონაცემებით, მიმდინარე წელს ერაყში 5 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.