გიორგი ბაჩიაშვილი:  ანაკლიის პროექტში თანაინვესტირების ფონდის მონაწილეობის პირობები ჩამოყალიბებული არ არის

გიორგი ბაჩიაშვილი: ანაკლიის პროექტში თანაინვესტირების ფონდის მონაწილეობის პირობები ჩამოყალიბებული არ არის

ანაკლიის პორტის პროექტში თანაინვესტირების ფონდის მონაწილეობის პირობები ჩამოყალიბებული არ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფონდის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბაჩიაშვილმა განუცხადა. 

მისი ინფორმაციით, პროექტს საპარტნიორო ფონდი ახორციელებს და გახდება თუ არა საჭირო მასში თანაინვესტირების ფონდის მონაწილეობა, მუშაობის პროცესში გაირკვევა.

"რაც შეეხება იმ პროექტებს, რომლებსაც ამჟამად ვიხილავთ, საუბარია 6 ჰიდროელექტროსადგურის, ახალი ნახშირსაბადოს, რძის გადამამუშავებელი საწარმოს და სასტუმროების პროექტებზე", - განაცხადა ბაჩიაშვილმა.

მისი განმარტებით, რძის გადამამუშავებელი საწარმოს პროექტი სამტრედიაში განხორციელდება და ინვესტორი უკვე შესაბამის ადგილსაც არჩევს.

რაც შეეხება სასტუმროებს, ბაჩიაშვილის ინფორმაციით, ორი სასტუმროს პროექტი თბილისშია, სხვები – რეგიონებში.