დავით ბაქრაძე საპრეზიდენტო კანდიდატებს ოკუპაციის წინააღმდეგ ერთობლივი განცხადების გაკეთებისკენ მოუწოდებს

დავით ბაქრაძე საპრეზიდენტო კანდიდატებს ოკუპაციის წინააღმდეგ ერთობლივი განცხადების გაკეთებისკენ მოუწოდებს

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ დვანის მოსახლებასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, “ერთი დღით საპრეზიდენტო კამპანია ყველა კანდიდატმა უნდა შეწყვიტოს და ოკუპაციის საწინააღმდეგო ერთობლივი მიმართვა გააკეთონ".

"როდესაც ჩვენ ყველა საარჩევნო კამპანიაში, საკუთარ თემებში, ერთმანეთის ლანძღვა-გინებაში და ქვების სროლაში ვართ გართული, ყოველდღე ქართულ მიწის ახალ მონაკვეთს ვკარგავთ. ამიტომ, მე მინდა, პრეზიდენტობის ყველა კნადიდატს მივმართო, მოდით, შევძლოთ და ამ საკითხზე ერთად დავდგეთ. ერთი დღეს კამპანია გავაჩეროთ, რომ მთელმა მსოფლიომ მოაქციოს ყურადღება თუ რა ხდება დღეს ამ სოფელში და ერთად გავაკეთოთ მიმართვა, ხელი მოვაწეროთ ერთობლივ დოკუმენტს, რომელსაც მთელ საერთაშორისო თანამეგობრობას და მთელ მსოფლიოს გადავცემთ", - განაცხადა ბაქრაძემ.