დავით ბეჟუაშვილი:  თანაინვესტირების ფონდის მიერ განხორციელებული პროექტები ბევრ მოქალაქეს დაასაქმებს

დავით ბეჟუაშვილი: თანაინვესტირების ფონდის მიერ განხორციელებული პროექტები ბევრ მოქალაქეს დაასაქმებს

დეპუტატი დავით ბეჟუაშვილი დარწმუნებულია, რომ თანაინვესტირების ფონდის მონაწილეობით განხორციელებული პროექტები ბევრი მოქალაქის დასაქმებას შეძლებს. ამის შესახებ დავით ბეჟუაშვილმა სასტუმრო "შერატონში" "თანაინვესტირების ფონდის" პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ტელეკომპანია "იმედს" განუცხადა. 

მისი თქმით, ეს ფონდი შეძლებს და განახორციელებს იმ პროექტებს, რომელიც დღევანდელ პრეზენტაციაზე გაჟღერდა.

"მოკლე ხანში, ეს ფონდი შეძლებს და განახორციელებს იმ პროექტს, რომელიც ჩამოთვლილი იყო. ყველა ეს პროექტი მასშტაბურია თავისი მნიშვნელობით. ის მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და რაც მთავარია დაასაქმებს ძალიან ბევრ ხალხს," – განაცხადა ბეჟუაშვილმა.

თანაინვესტირების ფონდის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო "შერატონში" გაიმართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. ფონდის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბაჩიაშვილმა პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს ფონდის მიზნებსა და საქმიანობის სფეროებზე დეტალურ ინფორმაცია მიაწოდა.