თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ ქვეყნიდან გასვლის შესახებ კანონპროექტი დახვეწას და დაზუსტებას საჭიროებს

თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ ქვეყნიდან გასვლის შესახებ კანონპროექტი დახვეწას და დაზუსტებას საჭიროებს

ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

"როცა რამე შეზღუდვები მტკიცდება და კანონი იცვლება, მივიჩნევ, რომ ის უფრო მეტ გამჭირვალობას და განჭვრეტას საჭიროებს. კანონი ნათელი არა მხოლოდ მოქალაქისთვის უნდა იყოს, არამედ იმ საჯარო მოხელისთვისაც, რომელიც მას გამოიყენებს. დღევანდელი ფორმულირებით, ვფიქრობ ეს კანონი დაზუსტებას და გადახევვას საჭიროებს", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

"საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქეს ქვეყნიდან გასვლაზე, პასპორტის გაცემაზე, პასპორტის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე, ასევე საზღვრის გადაკვეთაზე უარი შეიძლება, ეთქვას.