თეა წულუკიანმა საარჩევნო კომისიის მუშაობა შეაფასა და აგიტაციის კომისიის მნიშვნელობა განმარტა

თეა წულუკიანმა საარჩევნო კომისიის მუშაობა შეაფასა და აგიტაციის კომისიის მნიშვნელობა განმარტა

ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა და ჟურნალისტებს აგიტაციის კომისიის მნიშვნელობაც განუმარტა. 

"ანგარიში დავამტკიცეთ. დღევანდელმა კომისიამ ერთი თვის ანგარიში განიხილა. კომისიის წევრებს ტექნიკური შენიშვნები ჰქონდათ, რომლებიც დაზუსტდება და დღის ბოლოს ანგარიშის საბოლოო ვერსია ვებგვერდზე განთავსდება. ამ ანგარიშიდან ჩანს, რომ საარჩევნო გარემო ბევრად გაუმჯობესებულია, ვიდრე წინა წელს იყო. ჩვენ კომისიის წევრები და არასამთავრობო სექტორი ვთვლით, რომ კომისიის მუშაობა ნაყოფიერია", – განაცხადა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, კომისიის ანგარიშში ჩაიწერება აგიტაციის მნიშვნელობაც, რასაც უწყებათაშორისი კომისია საჯარო მოხელეებს გააცნობს.

"დღეს განვმარტეთ აგიტაციის კომისიის მნიშვნელობა და ვთქვით, რომ აგიტაცია არის არა მხოლოდ საჯარო მოხელის მხრიდან, არა მხოლოდ პარტიულ დაწესებულებებში ყოფნა, არამედ აგიტაციაა, როცა საჯარო მოხელე საარჩევნო ღონისძიებებზე იმყოფება, სიტყვით გამოდის და ტაშს უკრავს სასურველ კანდიდატს. დღეიდან საჯარო მოხელეებს აგიტაციის განმარტება ექნებათ და ვთვლი, რომ ამით საარჩევნო გარემო კიდევ უფრო გაუმჯობესდება", - განაცხადა წულუკიანმა.