„დროა თავი მოიკლა“ - რა შეტყობინება გაუგზავნა ადუაშვილის ძმამ პავლიაშვილს

„დროა თავი მოიკლა“ - რა შეტყობინება გაუგზავნა ადუაშვილის ძმამ პავლიაშვილს

მოკლული ბიზნესმენის ავთანდილ ადუაშვილის ძმა დუმილს არღვევს და სკანდალურ განცხადებებს აკეთებს. მევლუდ ადუაშვილი მისი ძმის მკვლელობის შემკვეთად ისევ სოსო პავლიაშვილს ასახელებს. ადუაშვილის განცხადებით მოვა დრო და ჩხაპელიაც და ქილერებიც პავლიაშვილს ხელს დაადებენ. ადუაშვილი პავლიაშვილს საგაზეთო ფურცლებიდან შეტყობინებას უგზავნის -„დროა თავი მოიკლა“ „ეს არის, ჩემი ბოლო ინტერვიუ. მაგ უსინდისო ადამიანს ამის შემდეგ აღარ გამოვეხმაურები. თუ ხელისუფლება ვერაფერს მოუხერხებს, მე თავად ვიმოქმედებ. სოსოს მოსკოვის სიტუაცია გონია აქაც, სადაც ყველაფერი შეგიძლია გააკეთო ფულით. ძალიან დიდი ფული აქვს გამოგზავნილი ამ ყველაფრისთვის... ამიტომაც მე უკვე აღარ ვაპირებ მასთან დაკავშირებით საუბარს. შეტყობინება გავუგზავნე ტელეფგონზე და მინდა, თქვენი გაზეთითაც მივმართო - დროა თავი მოიკლა. თვითონ არავის ზარს არ პასუხობს, არც მე მეკონტაქტება, არც ავთოს შვილს. თუ მართლა კაცია რატომ იმალება? ეგ რომ არაფერ შუაში იყოს ბავშვობის მეგობრის დაკრძალვაზე არ ჩამოვიდოდა? მეგობრის , რომელთან ერთადაც, ერთ ეზოში გაიზარდა...

ავთო ადუაშვილის მოცილების ინტერესი ჰქონდა მხოლოდ სოსო პავლიაშვილს, რომელმაც ამ მიზნის მისაღწევად საქმეში ჩართო საკუთარი ოჯახის წევრები. ესაა ფაქტი დ ამ ფაქტს ვერავინ გაექცევა, ყველაფერს დრო უნდა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანები, დაწყებული ვახო ჩხაპელიათი და დამთვარებული ქილერებით, თავადვე ალაპარაკდებიან. პირველი ჩხაპელია დაადებს ხელს საკუთარ ცოლის ძმას და ამის მომსწრენი ვიქნებით ჩვენ ყველა“ - განაცხადა „პრაიმ-თაიმთან“ საუბარში მევლუდ ადუაშვილმა