იუსტიციის მინისტრმა სოსო ჯოხაძესთან ერთად გადაღებულ ფოტოზე განმარტება გააკეთა

იუსტიციის მინისტრმა სოსო ჯოხაძესთან ერთად გადაღებულ ფოტოზე განმარტება გააკეთა

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კრიმინალური ავტორიტეტის, გიორგი ჯოხაძის ძმასთან, სოსო ჯოხაძესთან ერთად გადაღებულ ფოტოზე განმარტება გააკეთა.

როგორც თეა წულუკიანმა დღეს, "თV3"-ის ეთერში, ინგა გრიგოლიას გადაცემაში "დიდ პოლიტიკა" განაცხადა, იგი კრიმინალურ სამყაროსთან არ მეგობრობს.

"ეს ფოტო არის ამოჭრილი ფოტო დიდი ფოტოდან, სადაც ჩვენი მონაზონის სულიერი შვილები ვიყავით ჩაის დასალევად შეკრებილები. მე დღესაც "ვიძიებ", თუ საიდან მოხვდა ეს დაჭრილი ფოტო", – აღნიშნა წულუკიანმა.

"თავისუფალმა ზონამ" იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ფოტო გაავრცელა, სადაც იგი კრიმინალური ავტორიტეტის, გიორგი ჯოხაძის ძმა სოსო ჯოხაძეთან ერთად არის დაფიქსირებული.