სერგო რატიანი - მცოცავი ოკუპაცია ამჟამინდელი ხელისუფლების ბრალია

სერგო რატიანი - მცოცავი ოკუპაცია ამჟამინდელი ხელისუფლების ბრალია

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი მიიჩნევს, რომ რუსეთის მხრიდან მცოცავი ოკუპაცია ამჟამინდელი ხელისუფლების ბრალია. 

როგორც სერგო რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რუსეთის მიერ საოკუპაციო პოლიტიკის გაგრძელებას და საქართველოს ხელისუფლების დათმობით პოლიტიკას, სულ უფრო მეტი ტერიტორიების დაკარგვამდე მივყავართ.

"პრობლემა არის თვითონ პოლიტიკაში, რომელიც ხელისუფლებას აქვს. მისი პოლიტიკა არის ის, რომ ჩვენსა და რუსეთს შორის არსებული პრობლემები არ გახდეს პრობლემები დასავლეთისთვის. თუ ჩვენ არ ჩავრთავთ დასავლელ პარტნიორებს და რუსებთან პირისპირ დავრჩებით, მოხდება ამ პრობლემის მუდმივი ზრდა. მცოცავი ოკუპაცია გაიზრდება, თუ ჩვენ არ ვიქნებით კიდევ უფრო აქტიურები, თუ ამაში აქტიურად არ ჩაერთვებიან ჩვენი პარტნიორები. მცოცავი ოკუპაცია არის ამჟამინდელი ხელისუფლების ბრალი," – განაცხადა რატიანმა.