რუსმა მესაზღვრეებმა დვანში სადემარკაციო სამუშაოები განაახლეს

რუსმა მესაზღვრეებმა დვანში სადემარკაციო სამუშაოები განაახლეს

რუსმა მესაზღვრეებმა ქარელის რაიონის სოფელ დვანში სადემარკაციო სამუშაოები განაახლეს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი დვანიდან იუწყება, ადგილობრივ მოსახლეობას მხოლოდ სიმინდის ყანაში შესვლისა და მოსავლის აღების უფლება მისცეს, ვაშლის ბაღებით სარგებლობაზე კი უარს ეუბნებიან.

აღსანიშნავია, რომ ადგილზე ცოტა ხნის წინ ცხინვალის ადმინისტრაციის თანამშრომლები - გაზაევი და ჯიოევი ჩავიდნენ. მათი განცხადებით, "საზღვრის გავლების პროცესი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე თავიანთ ტერიტორიას არ შემოსაზღვრავენ".

დიცის შემდეგ რუსმა მესაზღვრეებმა გუშინ მავთულხლართების გაბმა სოფელ დვანშიც დაიწყეს.