"ნაციონალური მოძრაობა" შესაძლოა, უწყებათაშორისი კომისიის მუშაობას გამოეთიშოს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" შესაძლოა, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით უწყებათაშორისი კომისიის მუშაობას გამოეთიშოს. ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი თინათინ ბოკუჩავა საუბრობს. მისი თქმით, კომისიის დღევანდელ სხდომაზე მან საჩივრები წარადგინა, საარჩევნო დარღვევებზე ფაქტების კონსტანტაციას ახდენდა, რასაც მის კოლეგა უმრავლესობიდან ირინა იმერლიშვილი "წივილ-კივილით შეხვდა".

"დიდია ჩვენი ინტერესი, რომ კომისიის მუშაობაში მონაწილეობა მივიღოთ. ყველაზე მეტი წერილობითი საჩივარი სწორედ ჩვენ შემოვიტანეთ და პროცესს ძალიან პროფესიონალურად და კონსტრუქციულად ვუდგებით, თუმცა შეხვედრა გაგრძელდება ფორმატში, როცა უმრავლესობის წარმომადგენელი ირინა იმერლიშვილი პირად შეურაცხყოფაზე გადმოვიდა და წივილ-კივილი გააჩაღა, ასეთ ვითარებში, სხდომებში მონაწილეობა შეუძლებელი იქნება", - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

გარდა ამისა, როგოც ბოკუჩავა აცხადებს, კომისიის მიერ გამოცემული რეკომენდაციბი არ სრულდება და ის ფუჭ ქაღალდად რჩება.