"ნაციონალური მოძრაობა" საზოგადოებრივ მაუწყებელზე გავლენის დასაბრუნებლად გააფთრებულად იბრძვის

ამის შესახებ ჟურნალისტებს მამუკა არეშიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორიაზე განუცხადა.

არეშიძის თქმით, ეს ხალხის ტელევიზიაა და პოლიტიკური გავლენებისგან უნდა გათავისუფლდეს.

"არ მინდა, საზოგადოებრივი მაუწყებელი პოლიტიკურად ანგაჟირებული იყოს, ამ არხს სხვა ფუნქცია აქვს და ბორდიც სხვანაირად უნდა ყოფილიყო თავიდანვე არჩეული. დღეს მიდის ისევ გააფრთებული ბრძოლა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" გავლენა დაიბრუნოს, გავლენა არც "ქართულ ოცნებას" უნდა ჰქონდეს და არც "ნაციონალურ მოძრაობას", - განაცხადა არეშიძემ და დასძინა, რომ მაუწყებლის მართვის დღევანდელი სტილი მიუღებელია.