"საქართველოს ბანკის" ცენტრალური ოფისი ევაკუირებულია

თბილისში, გაგარინის მოედანზე "საქართველოს ბანკის" ცენტრალურ ოფისში ევაკუაცია გამოცხადდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა სოფო ბალავაძემ განუცხადა, 112-ში შეტყობინება ბანკის ცენტრალურ ოფისში ბომბის არსებობის შესახებ დაახლოებით 16.00 საათზე შევიდა, რის შემდეგაც თანამშრომელთა ევაკუაცია მოხდა. 

ამ წუთებში "საქართველოს ბანკის" ცენტრალურ ოფისში გამნაღმველები მუშაობენ.