"საქართველოს მოსახლეობას უნდა, რომ ბიძინა ივანიშვილი პრემიერი, ნინო ბურჯანაძე კი პრეზიდენტი იყოს"

ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა ნინო ბურჯანაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ანსამბლიის პრეზიდენტის რანკო კრივოკაპიჩთან შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა. 

"საზოგადოების განწყობა ასეთია, ადამიანებს ძალიან კარგად ესმით, რომ საქართველოსთვის კარგი იქნება თუ ბიძინა ივანიშვილი პრემიერი და ნინო ბურჯანაძე პრეზიდენტი იქნება", - განაცხადა ბურჯანაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, წინასაარჩევნო გარემო არასამართლიანია, მაგრამ ის დარწმუნებულია, რომ პირველ ან მეორე ტურში მაინც გაიმარჯვებს.

"ქვეყაბანაში ორი სახელისუფლებო კანდიდატია - "ნაციონალური მოძრაობის" და "ქართული ოცნების". ორივეს აქვს სერიოზული მხარდაჭერა ბიუჯეტიდან, ასევე ორივეს ჰყავს ცსკ-ში თავიანთი წარმომადგენლები, ბიუჯეტიდან დაფინანსებული დამკვირვებლები, მაგრამ ამის მიუხედავად, დარწმუნებულია, რომ პირველ ან მეორე ტურში მაინც გაიმარჯვებს", - განაცხადა ბურჯანაძემ.