ეკა კვესიტაძესა და დავით პაიჭაძეს ირაკლი კაკაბაძე და გია კორკოტაშვილი დაუპირისპირდნენ

ეკა კვესიტაძესა და დავით პაიჭაძეს ირაკლი კაკაბაძე და გია კორკოტაშვილი დაუპირისპირდნენ

საზოგადოებრივ მაუწყებელში ეკა კვესიტაძისა და დავით პაიჭაძის პრესკონფერენცია ხმაურით მიმდინარეობდა. პრესკონფერენციის დაწყებისას, საკონფერენციო დარბაზში გია კორკოტაშვილი და ირაკლი კაკაბაძე შევიდნენ. გადაცემის წამყვანებსა და მათ შორის მცირე შეკამათება მოხდა.

როგორც კორკოტაშვილი და კაკაბაძე ამბობენ, კვესიტაძის და პაიჭაძის ადგილი საზოგადოებრივ მაუწყებელში აღარ არის. გია კორკოტაშვილმა გადაცემის წამყვანები პოლიციური რეჟიმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა, თუმცა ინციდენტი მალევე ამოუწურა.

კორკოტაშვილმა და კაკაბაძემ საკონფერენციო ოთახი მალევე დატოვეს.