ექსკლუზიური დეტალები - ვისი ხელის მოჭრილი მტევანია სკანდალურ ფოტოზე?

ექსკლუზიური დეტალები - ვისი ხელის მოჭრილი მტევანია სკანდალურ ფოტოზე?

ღუდუშაურის კლინიკაში 16 საათზე საგანგებო ბრიფინგი დაინიშნა, სამკურნალო დაწესებულება ”ქრონიკა +” -ის მთავარი რედქტორის ელისო კილაძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებებს გააკეთებს. ”პირველი რადიოსათვის” ცნობილი ხდება რომ პირი რომლის დაზიანებული ხელის მტევანის ფოტომასალა ჟურნალისტმა გაავრცელა პატიმარი არ არის და ის ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში 2012 წლის ზაფხულში ქუთაისიდან ელექტროხერზე მიღებული დაზიანებით გადაიყვანეს. პაციენტ ნოდარ რ.-ს ოპერაცია 2012 წლის ივლისში ჩაუტარდა. ფოტომასალის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ ფოტოებზე არა ციხის რესპუბლიკური საავადმყოფო არამედ ღუდუშაურის კლინიკაა. დეტალებს კლინიკის წარმომადგენლები 16,00 გაახმაურებენ.