სახაჭაპურე და აუზი - „ბიძინაჩემო, თუ იცი, უფალმა რატომ ამოაყირავა დახლები სამლოცველოში?“

სახაჭაპურე და აუზი - „ბიძინაჩემო, თუ იცი, უფალმა რატომ ამოაყირავა დახლები სამლოცველოში?“

აუზი და სახაჭაპურე, რომელიც სამების საკეთედრო ტაძარში რამდენიმე თვის წინ გაიხსნა, აღმოჩნდა რომ სასულიერო პირების კარიტიკა დაიმსახურა. მამა ელზიბარ დიკონიძის განხადებით სახაჭაპურის და აუზის ტაძრის ეზოში გახსნა დაუშვებნელია. სასულიერო პირი აუზის გახსნის გამო პრემიერს აკრიტიკებს. „მეტი რა გინდათ, სამებაში გაიხსნა ლაღიძის სახაჭაპურე. შეხვალ ეკლესიაში, შეჭამ ხაჭაპურს, რაის ლოცვა? და გამძღარი წახვალ სახლში! ხაჭაპურის შემდეგ გაგიგიათ ლოცვა?

სამებაში იქვე ახლახან გაკეთდა საცურაო აუზი ბავშვებისთვის. რომ შევედი და ვნახე, გავშეშდი და ამიხსნეს, ბიძინამ თქვაო, ბავშვებს საჭყუმპალაო უნდათო. ბიძინაჩემო, თუ იცი, უფალმა რატომ ამოაყირავა დახლები სამლოცველოში? სახარებაში ლაღიძის ხაჭაპური და აუზი რომ არ არის ნახსენები ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ შეიძლება და დასაშვებია? სამების ეზოში კიდევ ერთი ფანტანი რომ შენდება დღედღეზე ეგეც მიშაა? რა ხდება? მეტი საზრუნავი არ გვაქვს ქვეყანაში? ანუ, მიხვალ ეკლესიაში, დაჯდები, შეჭამ ხაჭაპურს, იბანავებ, მერე ფანტანს შეხედავ და თუ ეკლესია კიდევ გაგახსენდა, ერთ სანთელს მიატყეპებ კედელზე და ესაა საქმე? არ ვიცი რა გვეშველება, რადგან უკვე არავის სურს ამ ქვეყანაზე ზრუნვა“ - განუცხადა „ალიას“ საუბარში მამა ელიზბარმა