საკონსტიტუციო ინიციატივა, რომლითაც უმრავლესობა რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებისთვის თავს იზღვევდა, დღის წესრიგიდან მოიხსნა

საკონსტიტუციო ინიციატივა, რომლითაც უმრავლესობა რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებისთვის თავს იზღვევდა, დღის წესრიგიდან მოიხსნა

საკონსტიტუციო ინიციატივა, რომლის საფუძველზეც მმართველი გუნდი რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებისთვის თავს იზღვევდა, დღის წესრიგიდან მოიხსნა. 

კერძოდ, დღეს კონსტიტუცია ამბობს, რომ 2010 წელს მიღებული კონსტიტუციური ნორმები 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან უნდა ამოქმედდეს. პარლამენტში ინიცირებული საკონსტიტუციო პროექტით კი, კონსტიტუციის შესაბამისი მუხლებიდან სიტყვების "მორიგი" და "ოქტომბერი" ამოღება იყო დაგეგმილი და ჩნდებოდა ჩანაწერი: "2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან". ეს კი იმას ნიშნავდა, რომ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება, კონსტიტუციაში შესული ცვლილებების ძალაში შესვლას ხელს ვერ შეუშლიდა.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განმარტა, აღნიშნული ცვლილებების მიღება დღის წესრიგიდან მოიხსნა, რადგან არჩევნებამდე დარჩენილია 45 დღე და კონსტიტუციაში აღნიშნული ჩანაწერის არსებული სახით დატოვება, რაიმე გაუთვალისწინებელ შემთხევაში ქვეყანას რისკის ქვეშ არ დააყენებს.